პატრიარქატის შესახებ

რა არის პატრიარქატი? 

ატრიარქატი არის სოციალური სისტემა, რომელშიც მამაკაცურობა პრივილეგირებულია. მისთვის დამახასიათებელია ღირებულებითი და ძალაუფლებრივი იერარქიები, რომლებშიც მამაკაცი დომინირებს. ეს სისტემა განსაზღვრავს, თუ რა არის ქალურობა და ქალისთვის დამახასიათებელი თვისებები, აგრეთვე განსაზღვრავს მამაკაცურობასაც. პატრიარქატი არასდროს ყოფილა მიჩნეული, როგორც მმართველობის ფორმა (მაგალითად, როგორც დემოკრატია), თუმცა ის რამდენიმე ათასწლეულია არსებობს (დაახლოებით 6000 წელი) და ჩვენი ცხოვრების უდიდეს ნაწილზე ახდენს გავლენას.



 
როგორ დაიწყო პატრიარქატი?

პირველყოფილი თემური წყობილების გვაროვნული ორგანიზაციის ფორმა, რომელიც ხასიათდება მამაკაცის პირველმნიშვნელოვანი როლით საზოგადოებრივ წარმოებაში და თემის სოციალურ ცხოვრებაში. ითვლება, რომ პატრიარქატი მატრიარქატის მომდევნო ისტორიული ფრომაცაა, როემლიც დღემდე ცივილიზაციის საბაზისო ფორმას წარმოადგენს. პატრირქატი მამაკაცის დომინირების, ქალსა და მამაკაცს შორის იერარქიული დამოკიდებულების ისტორიაა, რომელიც ვლიდნება საზოგადოებრივი თუ შრომითი გადანაწილების პრაქტიკაში ქალთა მონაწილეობით და მისი სტატუსით ცხოვრების სხვადასხვა სფეროში. პატრიარქატი პოლიტიკაში, ეკონომიკაში, რელიგიაში, კულტურასა და ისტორიაში გენდერული უთანასწორობის დამკვიდრებელი სისტემაა. ავტორიტარული მმართველობა, ქალურობისა და მამაკაცურობის სტერეოტიპიზაცია, ბავშვის აღზრდის სისტემა, ოჯახური ყოფა, საზოგადოების ეთიკური ნორმები, ამა თუ იმ სოციუმის სტატუს-ქვო პატრიარქალური ზეგავლენის პროდუქტია, სწორედ პატრიარქალური წყობის სიმყარემ და სტატიკურობამ მისცა ბიძგი ქალთა მოძრაობას, ქალთა ემანსიპაციის პროცესს, რომლის მიზანი გახლდათ ღირებულებათა ახალი სისტემის, დემოკრატიული ფასეულობების დანერგვა და მათ შორის ქალთა უფლებების აქტუალიზება.





რატომ გრძელდება დღესაც პატრიარქატი?


არსებობს თეორია, რომ მას შემდეგ, რაც ადამიანებმა თანაცხოვრება დაიწყეს და ოჯახის საწყისი კონცეფცია შეიქმნა, კაცის, როგორც ფიზიკურად ქალზე ძლიერი არსების, ხატი გაჩნდა. გენდერული როლების მსგავსი გადანაწილება დღემდე აქტუალურია, თუმცა 2018 წელს პერუში აღმოჩენილი სამარხით დადასტურდა, რომ დაახლოებით 9000 წლის წინ დედამიწაზე ქალი მონადირეებიც არსებობდნენ.პატრიარქატის გავლენა ქალების ცხოვრებაზე, ნებისმიერი მიმართულებით, წლების მსვლელობასთან ერთად, უფრო და უფრო შესამჩნევი ხდებოდა (მაგალითად, ქალები არ ეგუებოდნენ იმ ფაქტს, რომ რომანების/ლექსების/ჩანაწერების საკუთარი სახელით გამოქვეყნება არ შეეძლოთ, რადგან ქალები იყვნენ).







როგორ შეიცვალა პატრიარქატი წლების განმავლობაში?



ქალთა და მამაკაცთა უფლებების გათანაბრებისათვის წარმოებული ფართო პოლიტიკური მოძრაობის საერთო სახელწოდება. დღეს ბევრი ფიქრობს, რომ ფემინისტური იდეები ჯერ კიდევ აღორძინების ეპოქაში ჩაისახა. ზოგიერთ მკვლევარს პირველ ფემინისტად პლატონი მიაშნია. აღორძინების ეპოქაში შეიქმნა ქრისტინა დე ლიზანის და კორნელიუს აგრიპას პირველი ტრაქტატები, რომლებშიც აშკარად იყო საუბარი ქალის პიროვნების დათრგუნვასა და მისდამი საზოგადოების უსამართლო დამოკიდებულებაზე. ფ–ის განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპი დაკავშირებულია საფრანგეთის ბურჟუაზიული რევოლუციის შემდგომ პერიოდთან. 1792 წელს ოლიმპია დე გუჟმა შეადგინა „ქალისა და მოქალაქის უფლებათა დეკლარაცია“, რომელიც შეიცავდა მოთხოვნას ქალებისათვის საარჩევნო უფლებისა და სახელმწიფო თანამდებობების დაკავების უფლების მიცემის შესახებ. ფემინისტური მოძრაობის პირველ ეტაპზე დაარსდა ქალთა ორგანიზაციები და კლუბები, რომლებიც კონვენტმა სულ მალე აკრძალა, თავად ოლიმპია დე გუჟი კი სიკვდილით დასაჯეს. დღეს ნათელია, რომ ფემინისტური იდეების ჩასახვა და ჩამოყალიბება მნიშვნელოვანწილად მომზადებულ იქნა სოციალურ–ფილოსოფიური კონცეფციებით. ამასთან დაკავშირებით პირველ რიგში აღსანიშნავია ჯონ ლოკის, ჟან–ჟაკ რუსოს და ჯონ სტიუარტ მილის ლიბერალური ფილოსოფია, რომლის ფარგლებშიც ვითარდებოდა ადამიანის უფლებათა დაცვის ძირითადი თეორიები. ცალკე უნდა გამოიყოს შარლ ფურიეს, ანრი სენ–სიმონის და რობერტ ოუენის უტოპიური სოციალიზმის თეორიების გავლენა. დაბოლოს, აღსანიშნავია XX ს–ის შუახანებისა და დასასრულის თეორიები, რომლებიც მათში სექსუალობისა და ადამიანის სექსუალური ქცევის პრობლემების განხილვის საფუძველზე შეიძლება სოციალურ და პოლიტიკურ კონტექსტში გავაერთიანოთ. ფ–ის ახალი ეტაპი XX ს–ის 60–იან წლებში დაიწყო. ამ პერიოდში ფ–ის შიგნით ჩამოყალიბდა სამი ძირითადი მიმართულება: ლიბერალურ–რეფორმატორული, სოციალისტური და რადიკალური. 70–იან წლებში წარმოიშვა საზოგადოებაში ქალთა ჩაგვრისა და დისკრიმინაციის მიზეზებისადმი სოციალურ–კულტურული მიდგომის ტრადიცია.





როგორ იყო ქალების ბრძოლა პატრიარქატთან?

 პირველი ტალღის ფემინიზმი ყველაზე მეტად ქალებისათვის საარჩევნო ხმის უფლებისთვის ბრძოლით არის ცნობილი. სწორედ ამიტომ, პირველი ტალღის ფემინიზმს ხშირად სუფრაჟიზმის  სახელითაც მოიხსენიებენ. ხმის მიცემის უფლება ქალების  უფლებებისთვის ბრძოლის გამაერთიანებელი მიზანი გახდა მრავალ ქვეყანაში, რადგან სამართლებრივი, საგანმანათლებლო თუ ეკონომიკური ცვლილებებისთვის ბრძოლა, პოლიტიკური უფლებების მოპოვების გარეშე, შეუძლებელი ჩანდა. სუფრაჟისტების პირველი გამარჯვება იყო 1893 წელს ახალ ზელანდიაში ქალებისთვის ხმის მიცემის უფლების მოპოვება. პირველი მსოფლიო ომის პერიოდში ქალებმა ოცზე მეტ ევროპულ ქვეყანაშიც მოიპოვეს იგივე უფლება, მათ შორის პირველი იყო ფინეთი (1906). ამერიკის შეერთებულ შტატებში სუფრაჟისტების გამარჯვების თარიღი 1920 წელია.

ბრძოლა თანაბარი უფლებებისთვის - ფემინიზმი არის ქალის არჩევანის თავისუფლება






















კონტაქტი








 

Hiç yorum yok:

Yorum Gönder

ჩვენს შესახებ

ჩვენ ამ პროექტის პარგლებში ინფორმაციას მივიყებთ პატრიარქატის და ფემინიზმის შესახებ. პროექტის გეგმა   თემის ავტორი ...