პატრიარქატის პრობლემები

 

პატრიარქალური სისტემა ქალის მოვალეობებს მხოლოდ დაქორწინებას, შვილების გაჩენას და მათზე ზრუნვას განსაზღვრავს. ბევრი ქალი მოკლებულია უფლებებს. ქალების რიცხვი, რომლებიც პატრიარქალური სისტემის მსხვერპლნი არიან მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, თუ ყველა არა, არ არის დაბალი.
პატრიარქატი ან პატრიარქალური სისტემა იწვევს ქალებს ჩამორჩენას ბევრ საკითხში, რაც ზოგჯერ ზღუდავს ქალის თავისუფლებას. როგორიცაა განათლება. მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ჯერ კიდევ არიან მამები, რომლებსაც არ სურთ, რომ მათმა ქალიშვილებმა განათლება მიიღონ და არსებობს საზოგადოებები ქალების განათლების წინააღმდეგ. ვინაიდან ოჯახებში პატრიარქალური სისტემა დომინირებს, ამ ოჯახში გაზრდილი ქალი არაერთ უფლებას მოკლებულია.

პატრიარქალური სისტემა ყველაზე მეტად პოლიტიკაში ჩანს. როდესაც ამას ვუყურებთ, დავინახავთ, რომ მსოფლიოს ლიდერების მამაკაცთა რიცხვი უფრო მეტია, ვიდრე ქალი ლიდერები და ჩვენ ვხედავთ, რომ მამაკაცებს უფრო მეტი უფლება აქვთ თქვან, ვიდრე ქალებს.





როდესაც სამყაროს ზოგადად ვუყურებთ, ვხედავთ, რომ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში დომინანტურია პატრიარქალური სისტემა. ამ ქვეყნებისთვის ირანის მაგალითი შეიძლება მოვიყვანოთ. ქალთა უფლებები ირანში შეიცვალა სახელმწიფოს მმართველი რეჟიმის ფორმის მიხედვით. თითოეული რეჟიმის აღზევებასთან ერთად გაჩნდა ქალთა უფლებების იმპერატივების მთელი რიგი, რომლებიც გავლენას ახდენდნენ საკითხთა ფართო სპექტრზე, საარჩევნო უფლებიდან ჩაცმის კოდექსამდე.

ირანში ქალებს არ აქვთ უფლება უყურონ მატჩს სტადიონზე, განქორწინდნენ, აიღონ ბავშვების მეურვეობა, იმუშაონ ადვოკატად, მოსამართლედ, პროკურორად, მიიღონ პასპორტები და წავიდნენ საზღვარგარეთ, დაქორწინდნენ უცხო მამაკაცებზე.

აღვნიშნეთ, რომ ზოგიერთ ქვეყანაში პატრიარქალური სისტემა უფრო დომინანტურია, ზოგიერთ ქვეყანაში კი ოდნავ ნაკლები. რელიგია და კულტურა ამის მთავარი მიზეზია. განვითარებულ კულტურებში ქალებს მეტი უფლებები აქვთ. ქალისა და მამაკაცის ადგილი საზოგადოებაში ნაწილობრივ თანაბარია. თუმცა, ჩვენ ვხედავთ, რომ საზოგადოებებში, რომლებიც არ განვითარებულან, მამაკაცები ითვლებიან ქალსზე მაღლა, ხოლო ქალები დაჩაგრულნი არიან.



Hiç yorum yok:

Yorum Gönder

ჩვენს შესახებ

ჩვენ ამ პროექტის პარგლებში ინფორმაციას მივიყებთ პატრიარქატის და ფემინიზმის შესახებ. პროექტის გეგმა   თემის ავტორი ...